ეს ცვლილებები ჩვენ არ გვჭირდება, სჭირდება ოპოზიციას, რომ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში - თეა წულუკიანი

01 ივნისი 2020, 14:04 1173 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები მთავრობას არ გვჭირდება, ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას.

თეა წულუკიანის განმარტებით, სახელისუფლებო გუნდი დგას იქ, სადაც თავიდანვე იდგა.

''სახელისუფლებო გუნდი დგას იქ, სადაც თავიდანვე იდგა. უმრავლესობა ერთხმად უყრის ცვლილებებს კენჭს.

ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ სიცოცხლეში. თუკი ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, არ მისცემს ხმას ამ ცვლილებებს, ეს იქნება მხოლოდ საბაბი, იმისა რომ ჩაშალონ ეს რეფორმა, რომელიც რეალურად მათივე მოთხოვნით და მათივე ინიციატივით ტარდება, რომელიც მათთვისვე არის საჭირო, იმისათვის, რომ იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში