ბათუმის საკათედრო ტაძარი გაქურდეს

02 ივნისი 2020, 11:10 11723 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იმყოფებიან.  

დეკანოზ იოანე გორელიშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქურდობის ფაქტი დაუდასტურა. მისი თქმით, ტაძრიდან წაღებულია თანხა და საეკლესიო ნივთები. მძარცველი ტაძარში ღამით, ეკლესიის უკანა კარიდან შევიდა. 

პოლიციას სტიქაროსანმა შეატყობინა, რომელიც მორიგე იყო. 

"საკათედრო ტაძარში ძარცვა ღამით მოხდა. ღობეზე არის ნაკვალევი საიდანაც იყვნენ გადმოსულები, გატეხილია სასანთლე და წაღებულია თანხა, საეკლესიო ნივთები, რომლებიც იქ იყიდებოდა. ეკლესიაში ღამით არის სტიქაროსანი, რომელიც იქ მორიგეობს. პოლიციას სწორედ მან შეატყობინა. დიდი რაოდენობის თანხაზე არ არის საუბარი. ჯვრები და სამაჯურები არის წაღებული. ეკლესიის უკანა კარი არის გატეხილი"-განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში