ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ

03 ივნისი 2020, 11:14 1745 ნახვა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ.

"საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები"- წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში