სახელმწიფო ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას სთავაზობს

03 ივნისი 2020, 11:35 1364 ნახვა

300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს, ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ფერმერების დახმარება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოხდება.

ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"პროგრამის მიმართ უპრეცენდენტოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერები (გლეხები) პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ. სპეციალური პროგრამა ავტომატურად ითიშება, როგორც კი პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ამოწურულია"- განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ამავე პროგრამით გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში