​Condé Nast traveller-ი ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

03 ივნისი 2020, 11:56 2311 ნახვა

​Condé Nast traveller-ი იმ ადამიანებს, ვინც საზაფხულო მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში სტუმრობას ურჩევს.

„რომელი ქვეყნები იხსნება საერთაშორისო მოგზაურებისთვის?“- ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ტურისტულმა პორტალმა. 

მალდივები, საქართველო, საბერძნეთი, შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი - ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც პორტალი მოგზაურებს სთავაზობს.

„თუ ოცნებობთ საზაფხულო მოგზაურობაზე, თუ გამოცდილი მოგზაური ხართ და ჯერ კიდევ ფიქრობთ, სად გაემგზავროთ ზაფხულში, გთავაზობთ იმ ადგილთა ჩამონათვალს, რომლებიც პანდემიის შემდეგ პირველად მიიღებენ ტურისტებს. 

საქართველო ადგილობრივი ტურიზმისთვის 14 ივნისს იხსნება, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის  საზღვარს პირველ ივლისს გახსნის. საქართველოში ტურისტების მისაღებად შემუშავდა უსაფრთხოებისა და პირადი ჰიგიენის ნაწილში შესაბამისი ზომები.

საწყის ეტაპზე საქართველო მიიღებს ტურისტებს „მწვანე ზონებში, რაც ახალი კორონავირუსისგან თავისუფალ ადგილებად მიიჩნევა. საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მთელს ევროპაში, რადგან მხოლოდ 794 შემთხვევაა გამოვლენილი“ - წერია სტატიაში.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში