თეთრიწყაროს რაიონში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება - პრემიერი

04 ივნისი 2020, 11:26 1443 ნახვა

პრემიერის განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონში 22 მაისიდან დღემდე ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ გადაიდგას ნაბიჯები რაიონის გახსნის მიმართულებით.

„22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ინკუბაციის პერიოდს, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გვაქვს.

ამიტომ  ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს, ადგილობრივებს უნდა მოვუწოდოთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ და დავიცვათ ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში