აჭარაში, 30 დღეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა

04 ივნისი 2020, 12:11 1387 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის 9 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 41 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში.  სამეგრელო-ზემო სვანეთში 31, იმერეთში - 25, აჭარაში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 15, ქვემო ქართლში - 13, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1 და მცხეთა-მთიანეთშიც 1.  

უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში