აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი დაუმძიმეს

04 ივნისი 2020, 09:40 1359 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დემონსტრანტები სისტემური რასიზმის წინააღმდეგ გამოდიან. ამერიკის დიდი ქალაქების უმრავლესობაში კომენდანტის საათია დაწესებული.

ზოგიერთ შტატში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაკავებულია ათასობით ადამიანი. ნიუ-ორლეანში სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების თხოვნას, მდინარე მისისიპზე მდებარე ერთ-ერთ ხიდზე არ გაევლოთ. აშშ-ის ათობით ქალაქში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, გარდაცვალებას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.

ფლოიდი მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავების დროს გამოჩენილი ძალადობის შედეგად შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში