COVID-19-ის გამო, შესაძლოა ევროკავშირის საზღვრები, საერთაშორისო ტურისტებისთვის დროებით ჩაკეტილი დარჩეს

04 ივნისი 2020, 16:21 3044 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა ევროკავშირის საზღვრები, გარე ტურიზმისთვის 15 ივნისის შემდეგაც ჩაკეტილი დარჩეს. ამის შესახებ სტატიას Forbes ავრცელებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არ გამორიცხავს, რომ კოვიდის გავრცელებისგან თავის დასაცავად შიდა საზღვრები ივნისის შუა რიცხვების შემდეგაც დაკეტილი დარჩეს. 

ამ დროისათვის ევროკავშირის საგარეო საზღვრები საერთაშორისო მოგზაურობისთვის დახურულია, ეს შეზღუდვები 15 ივნისამდე მოქმედებს.

სტატიაში წერია, რომ შესაძლოა ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს მოსთხოვოს საზღვრები კიდევ 30 დღის განმავლობაში არ გახსნან და შეზღუდვები გააგრძელონ. 

”პანდემია სხვა ქვეყნებში ძალზე სწრაფად ვრცელდება ... ჩვენ ასევე მოგვიწევს თავის დაცვა'' - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მარტში, ევროპის მრავალმა ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლის შემსუბუქება დაიწყო და შენგენის ზონებში პასპორტით გადაადგილება ნებადართული გახადა.

მინისტრის პროგნოზით, თუ კი ეს შეზღუდვები მომდევნო 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება, შეიძლება ევროკავშირის წვერი ქვეყნები ერთ გიგანტურ სამგზავრო ბუშტად იქცნენ, რომლებიც ტურიზმს მხოლოდ ევროპელებისთვის გახსნიან.

საუბარია ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაზე - ირლანდიის, შვეიცარიისა, ნორვეგიის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინის გარდა. 

სტატიაში საუბარია, რომ ზოგიერთი ქვეყანა საკუთარი სურვილით ირჩევს გზას, თუ რომელი ქვეყნისთვის გახსნას საზღვრები, საიდან და როდის მიიღოს საერთაშორისო ტურისტები.

გერმანიას სურს, რომ ევროკავშირის მიერ დაანონსებული მოგზაურობის აკრძალვა არ მოხდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში