აჭარის მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის საკითხს მრჩეველთა საბჭოს მეორე წევრიც დააყენებს

04 ივნისი 2020, 18:11 1888 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით დღეს ან ხვალ შესაძლოა საბჭოს კიდევ ერთმა მრჩეველმა მიმართოს.  განცხადება იმპიჩმენტთან დაკავშირებით უკვე გააკეთა გია ქარცივაძემ. თამარ წილოსანი კი ამ ეტაპზე კონსულტაციებს გადის და სწორედ მისი დასრულების შემდეგ აპირებს შეუერთდეს გია ქარცივაძის მოთხოვნას. ამბობს, რომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი მან დღის წესრიგში გაცილებით ადრე დააყენა, თუმცა ოფიციალურად საბჭოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

თამარ წილოსანმა პირადად მოუწოდა ალექსანდრე მილოროვას შეწყვიტოს შიმშილობა. „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი უკვე   ერთი კვირაა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით  შიმშილობს და მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შწყვეტას  არ აპირებს. ამბობს, რომ თუ დირექტორის იმპიჩმენტს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერი არ ეყოლება, შემდეგ  მრჩეველთა საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.  დღეს 7 საათზე ტელევიზიასთან დაგეგმილი იყო დირექტორის გადადგომის მოთხოვნით აქცია, რომელიც უამინდობის გამო ხვალისთვის გადაიდო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში