დააკავეს პირი, რომელიც ​პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გასაცემად ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა 

05 ივნისი 2020, 10:17 2182 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის სამთავრობო პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

კომპანიის ხელმძღვანელმა დაამზადა სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, თითქოსდა ისინი იყვნენ დაქირავებული თანამშრომლები. 21 მარტიდან COVID 19-ის გამო კი უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდნენ.

ყალბი ცნობები 50 ლარად გაასაღა. შემთხვევა კახეთში მოხდა. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში