აჭარაში კორონავირუსზე 306 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

05 ივნისი 2020, 11:24 1224 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული 306 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია. 

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 22 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

საერთო ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 13 999 პირს ჩაუტარდა.

30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა და ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდ დადებითი პაციენტი არ არის. რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 ადამიანი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში