შიმშილობის მერვე დღე მაუწყებლის დირექტორის გადაყენების მოთხოვნით

05 ივნისი 2020, 12:00 1340 ნახვა

„მე მიყვარს ბათუმის“   წევრი  უკვე მერვე დღეა  მაუწყებლის დირექტორის,  გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით  შიმშილობს და მოთხოვნის შესრულებამდე    პროტესტის უკიდურესი ფორმის  შეწყვეტას  არ აპირებს.   დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით მრჩეველთა საბჭოს უკვე მიმართა გია ქარცივაძემ.

სავარაუდოდ,  კიდევ ერთი ხელმომწერი იქნება  თამარ წილოსანი, რომელიც ამ დრომდე კონსულტაციებს გადის   ჟურნალისტებთან და მედია ორგანიზაციებთან. ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მიმართავს მრჩეველთა საბჭოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში რომ  დადგეს.

იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა უნდა  მოახდინოს საკითხის ინიცირება,  უნდობლობის გამოცხადებისთვის  კი სამი ხმაა საჭირო.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში