სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი, ეს უნდა შევინარჩუნოთ - გახარია

05 ივნისი 2020, 15:49 1611 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში კოვიდისგან მწვანე რეგიონები და ქვეყნები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

პრემიერმა თქვა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი.

„ერთმნიშვნელოვნად იმას უნდა მიხვდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტი სულ სხვანაირი ტურისტია, მას მეტი გადახდისუნარიანობა აქვს, ვიდრე ზურგჩანთა გადაკიდებული ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა, უფრო სხვა მოთხოვნები ექნებათ და დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ, მეტი შემოსავალი გქონდეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი. ეს უნდა შევინარჩუნოთ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ტურიზმიც განვავითაროთ და ეკონომიკის სხვა დარგებიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში