მამაკაცი რომელიც უმისამართოდ ისროდა დააკავეს - ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა

05 ივნისი 2020, 16:45 1789 ნახვა

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, დაკავებულია. დაკავების ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მამაკაცთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

არსებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ სროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებული.

''მოლაპარაკების შედეგად მამაკაცმა დატოვა საცხოვრებელი სახლი, ჩაგვბარდა. არავინ არ დაშავებულა. ამ ეტაპზე ექიმები დახმარებას უწევენ. დაწყებული გამოძიება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო'' - განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში