მინდია ლავასოღლის ოჯახს გენპროკურორი ორშაბათს შეხვდება

05 ივნისი 2020, 20:56 2435 ნახვა

კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს, ორშაბათს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეხვდებიან. ამის შესახებ აქციის მონაწილეებს ადვოკატმა თავად განუცხადა. ოჯახს იმედი აქვს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. მანამდე კი შიმშილობა და პროტესტი იუსტიციის სახლთან გრძელდება. რადიკალური ზომების მიღებას არ აპირებენ. დღეს, მათ სარფის მიმართლებით მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც პოლიციამ კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით 9 მოქალაქე დააკავა. ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით  მხარდამჭერები აქციებს, 1-ლი ივნისიდან მართავენ. 17 მოშიმშილიდან, ოთხს, პირი აქვს ამოკერილი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში