ეპიდსიტუაცია აჭარაში

06 ივნისი 2020, 12:26 2221 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 246 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. როგორც იცით ამ დრომდე ინარჩუნებს აჭარა მწვანე ზონის სტატუსს, 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამით გაიზარდა. სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი.  2  სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი კარანტინში იმყოფებოდა - ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.  მარინა ეზუგბაიას განცხადებით გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ქვეყანაში სულ 808 კოვიდ  ინფიცირებული, მათ შორის 663 გამოჯანმრთელებული.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში