პორტუგალიის ჩემპიონატი განახლდა

06 ივნისი 2020, 12:54 1919 ნახვა

COVID-19-ის პანდემიის გამო გამოწვეული  სამთვიანი იძულებითი  შესვენების შემდეგ  პორტუგალიის საფეხბურთო  ჩემპიონატი განახლდა. პრემიერ ლიგის  25 ტურში გიორგი მაკარიძის სეტუბალი  გასვლით შეხვედრაში მარიტიმუს  ფრედ 1:1 დაუზავდა.

ქართველმა მეკარემ  მატჩში  შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის პირველ ნახევარში საკუთარი  გუნდი სამჯერ იხსნა. 25-ე ტური წარუმატებელი აღმოჩნდა ჩემპიონატის ლიდერებისთვის. ლისაბონის ბენფიკამ საკუთარ კედლებში ტონდელასთან ფრედ 0:0 ითამაშა. ხოლო  პორტუმ გასვლით შეხვედრაში  ფარმალისაოსთან  ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში