ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა

07 ივნისი 2020, 12:15 1706 ნახვა

''აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს,რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში. ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი“-ასე განმარტა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ მიზეზი, თუ რატომ დატოვა ტვ პირველის დირექტორის თანამდებობა.

ამბობს, რომ ,,ბოლო პერიოდში, მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს, რომ ეთერში გასული მწვავე რეპორტაჟებით არაერთხელ აწყენინა ბევრ ადამიანს.  სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ არხის მფლობელთან ვატო წერეთელთან შეათანხმა, დამატებით განმარტებას კი ამ საკითხზე აღარ გააკეთებს.   დირექტორის პოზიციას ტოვებს, თუმცა ინგა გრიგოლია  აგრძელებს მუშაობს არხზე, მათ შორის გადაცემა ,,რეაქციის“ წამყვანად და ასევე   ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში