აჭარაში აპრილში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 83 შემაკავებელი ორდერი გამოიცა

08 ივნისი 2020, 10:25 1473 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აპრილში აჭარაში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 83 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. სულ კი ძალადობისთვის 153 პირი ამხილეს.

66 შემთხვევაში მოძალადე მამაკაცი იყო, 13 შემთხვევაში კი ქალი. 

აჭარაში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 27 ფაქტი ფიზიკურ ძალადობას უკავშირდებოდა, 67 ფსიქოლოგიურს, 7 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ ძალადობას. 

რეგიონში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქეზე სექსუალურად იძალადეს. 

აჭარაში შემთხვევების დიდი ნაწილი, 25-დან 44 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა. 

ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდენი -  363 თბილისში გამოიცა, ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმში. აქ სამართალდამცველებს მხოლოდ ორმა ადამიანმა მიმართა. 

აჭარა შემაკავებელი ორდერების გაცემის სტატისტიკაში მესამეა, თბილისის შემდეგ ყველა მეტი შემთხვევა იმერეთში აღრიცხეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ სულ ქვეყნის მასშტაბით ერთ თვეში 786 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, მხილებულია 1476 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში