თუ პირი ხალხმრავალ ადგილას პირბადეს არ გამოიყენებს 50 ლარით დაჯარიმდება - საკანონმდებლო ცვლილებები

08 ივნისი 2020, 10:35 1747 ნახვა

გახდება თუ არა პირბადის ტარება სავალდებულო და დაწესდება თუ არა ამ წესის დარღვევისთვის სანქცია? პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების კანონპროექტს დეპუტატები დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, ხალხმრავალ ადგილას პირბადის უგულვებელყოფა 50 ლარით დაჯარიმდება. დღევანდელ სხდომაზე, ასევე საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების შემცირების საკითხზეც იმსჯელებენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში