შიმშილობის მე-11 დღე აჭარის მაუწყებელთან

08 ივნისი 2020, 12:00 1688 ნახვა

შიმშილობის მეთერმეტე დღე. ალექსანდრე მილორავა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ტელევიზიის შენობასთან პროტესტს განაგრძობს. იგი მრჩეველთა საბჭოსგან  გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით მრჩეველთა საბჭოს  გია ქარცივაძემ  უკვე მიმართა, საკითხის დაყენებას დღეს გეგმავს მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი  თამარ წილოსანი. პროცედურულად მრჩეველთა საბჭომ საკითხი მიმართვიდან ათ დღეში უნდა განიხილოს. თუმცა  ცნობილია, რომ უნდობლობის გამოცხადებს საკითხს სამი მრჩეველის მხარდაჭერა არ ექნება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში