კორუფცია საქართველოში - ''საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო''-ს კვლევა

08 ივნისი 2020, 10:45 1746 ნახვა

“საქართველოში კვლავ იშვიათია წვრილმანი კორუფცია, თუმცა გამოწვევად რჩება მისი კომპლექსური ფორმები და კორუფციის ისეთი შემთხვევების გამოძიება, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ” – საკითხზე საზოგადოების აზრი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეისწავლა. ირკვევა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლების მონაცემების იდენტური შედეგია. გამოკითხულთა 63% ფიქრობს,  რომ ხშირია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასაქმება, ახლობლების ბიზნესის მფარველობა, ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღებაა. გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი  ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება. გამოკითხულთა აზრით, ნაცნობობა საჯარო სამსახურში დასაქმების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში