მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

08 ივნისი 2020, 09:51 1542 ნახვა

იმ პირებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩავლენ, 14-დღის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დაცვა მოუწევთ. ქვეყანაში როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო გზით ჩასული მგზავრები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, ვალდებული იქნებიან, შეავსონ ონლაინ ფორმა და დატოვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნებიან ისინი თვითიზოლაციის პერიოდში. მათ, ვისაც არ აქვთ შესაფერისი ადგილი, სადაც კარანტინში ყოფნას შეძლებენ, მოუწევთ, სახელმწიფოს მიერ მოწყობილ სპეციალურ დაწესებულებებში 14 დღე საკუთარი ხარჯით გაატარონ.

პირები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევენ, 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან. რეგულაციების დაწესების მიზანი ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელების თავიდან აცილებაა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 286 ათას 194 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 40 ათას 542 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში