კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, წესების დაცვის იმედზე ვიყოთ - პაატა იმნაძე

08 ივნისი 2020, 15:59 1756 ნახვა

კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა-განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ დღეს გააკეთა.

„ზაფხულია და ცხელა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება. აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით და უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა’’,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, მოთხოვნაა, რომ ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია, მისივე თქმით, სახლშიც არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება.

„მაქსიმალურად დავიცვათ პირველ რიგში ნიღბის ტარება, თუ ნიღაბი უკეთია ავადმყფოს ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ესეც ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ ნიღაბი უკეთია ორივეს - დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს დაავადების რისკი. ამიტომ მოთხოვნა არის, რომ ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია და სახლშიც არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში