''ხოფის'' ბაზრობაზე მოვაჭრეები სასმელი წყლით ვერ სარგებლობენ

09 ივნისი 2020, 15:02 2497 ნახვა

,,ხოფის’’ ბაზრობაზე მოვაჭრეები , სასმელი წყლით ვერ სარგებლობენ. ბაზრობის პირველ რიგში მომუშავე მოიჯარეები აცხადებენ, რომ დილით ონკანი ვეღარ გამოიყენეს, რადგან ადგილი ამოშენებული დახვდათ. მათივე თქმით, იქ სადაც სასმელი წყალი მოდის, გვერდით  ახალი სავაჭრო კონტეინერი დგას. როგორც მოვაჭრეები ირწმუნებიან, კონტეინერის მეპატრონეს წყალი ხელს უშლიდა.

,,სავაჭრო ცენტრი 2009- ის’’ დირექტორი აცხადებს, რომ  სასმელი წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე   ანტისანიტარია იყო. მოვაჭრეებს  გაფრთხილება არაერთხელ მიეცათ, თუმცა არ გაითვალისწინეს.

მაშინ, როცა  ,,მთავარის’’  გადამღები ჯგუფი მასალაზე მუშაობდა, იმ სავაჭრო კონტეინერის მფლობელი მოვიდა, რომლის გამოც მოვაჭრეები აცხადებენ , რომ წყალი გადაიკეტა. ჩვენს გადამღებ ჯგუფს  მათ სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში