აჭარის მაუწყებელეთან მოშიმშილე და აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ევროპული საქართველოს“ წევრები არ არიან - პარტიის განცხადება

09 ივნისი 2020, 14:35 1805 ნახვა

ევროპული საქართველოს წევრების  განცხადებით,  საზ.მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოება შეცდომაში შეყვანა სცადა და მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტი პოლიტიკურ მოტივს დაუკავშირა.

პარტიის წევრების განცხადებით, მაუწყებელთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა და აქციის ერთ-ერთი მონაწილე შოთა ცაავა „ევროპული საქართველოს“ წევრები  2019 წლიდან არ არიან და არც მომავალში იქნებიან. პარტიის წევრები მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში