ბათუმის თევზის ბაზართან კაფე ჩამოინგრა - სავარაუდოდ აფეთქება მოხდა

10 ივნისი 2020, 09:57 8079 ნახვა

ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა და კაფე ჩამოინგრა. ობიექტში არსებული ინვენტარის უმრავლესობა დაზიანდა. თევზის ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დილით მისულებს შენობა ჩამონგრეული დახვდათ.

ისინი ვარაუდობენ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, თუმცა ჩამონგრევის დროს გვერდით შენობაში იყო გადასული.

შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ​მეხანძრე-მაშველემა ადგილზე ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს.

დაზიანებულია შემთხვევის ადგილზე  გაჩერებული ავტომობილებიც.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც  ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში