აჭარაში 105 ადამიანი გამოიკვლიეს - კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

10 ივნისი 2020, 10:59 2071 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 105 ადამიანი გამოიკვლიეს და ყველა მათგანის ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებული 16 პირის ტესტების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რეგიონში კორონავირუსი სულ 71 პირს დაუდგინდა, გარდაიცვალა ორი.  სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინში იმყოფება 834 პირი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში