იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებაზე მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა, თამარ წილოსანისგან განმარტებას ითხოვს

10 ივნისი 2020, 14:56 1362 ნახვა

ალექსანდრე მილორავა რომელიც მაუწყებელთან მე-13 დღეა შიმშილობს,  თამარ წილოსანისგან განმარტებას ითხოვს.   მისი  განცხადებით, მრჩეველმა   მას  შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ამის შემდეგ  დააყენებს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს.  

მილორავასთვის გაუგებარია მრჩევლის მიმართვის შინაარსი, თუ რატომ უშლის ხელს იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას შიმშილობა  და მეტ დასაბუთებას ითხოვს.

თამარ წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მოშიმშილემ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, რის შემდეგაც ის მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტზე განაცხადეს შეიტანს. თამარ წილოსანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში