აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლების ანგარიში უმაღლეს საბჭოს

10 ივნისი 2020, 15:00 1304 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო  გასული წლის საქმიანობას აჯამებს. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა  ერთ საათზე მეტია გრძელდება. როგორც უკვე გითხარით,  ანგარიში 2019 წლის საქმიანობას ეხება.

საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა უკვე ისაუბრა მაუწყებლის პრიორიტეტების შესრულებასთან დაკავშირებით. სხდომას ალტერნატიული პროფკავშირის წევრებიც ესწრებიან. სიტყვიერი დაპირისპირება იყო სხდომაზე, რაც ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლების  რეპლიკებს მოჰყვა კონკრეტულ საკითხებზე.  

მმართველი გუნდის დეპუტატებმა მათ რეგლამენტი შეახსენეს და  განუმარტეს, რომ გამოსვლით მას შემდეგ ისარგებლებდნენ როცა  ანგარიშის  წარდგენა და დეპუტატების შეკითხვები დასრულდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში