ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით ოჯახის წევრები თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავენ

10 ივნისი 2020, 17:30 2209 ნახვა

კანონიერი ქურდის მინდია გორაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს იუსტიციის სახლთან კიდევ ერთი აქცია გამართეს. ისინი ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ისინი ამ წუთებში მსვლელობას მართავენ და თურქეთის საკონსულოს შენობისკენ მიდიან. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლავასოღლი ექსტრადიციისთვის მოსამზადებელ დროებითი დაკავების იზოლატორის ნაცვლად, ციხეში ცუდ პირობებში იმყოფება, სადაც სასჯელს უკვე გასამართლებული პირები იხდიან. მათი თქმით, ეს უსამართლობაა. 

კანონიერი ქურდის ახლობლები თურქეთის საკონსულოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

მინდია გორაძის ექსტრადირების მოთხოვნით, ბათუმის იუსტიციის სახლთან რამდენიმე პირი შიმშილობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში