საპატიმროებში ხანმოკლე პაემნები და გზავნილები არ შეიზღუდება - თეა წულუკიანი

11 ივნისი 2020, 13:06 1392 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საპატიმროებში ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები არ შეიზღუდება, თუმცა მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს.

თეა წულუკიანმა კერძო სტრუქტურების მისამართითაც გააკეთა განცხადება და მოუწოდა მათ არ გამოიძახონ თანამშრომლები სამსახურში.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საპატიმროებში არ იქნას შეტანილი ვირუსი. მინდა დავამშვიდო პატიმრები, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები საპატიმროებში გაგრძელდება. არ იგეგმება, რომ შეწყდეს. თუმცა გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს, იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა.

იუსტეციელები გააგრძელებენ, სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე,  როგორც აქამდე იყვნენ სახლიდან მუშაობას, გარდა იმ შემთხვევაში თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მაგალითი კერძო სტრუქტურებს, რომ  თანამშრომლები არ იქნან გამოძახებული სამსახურში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მათი მასვლა  აუცილებელი.

კარგი ამინდია, ზაფხული დადგა, ყველას გვინდა, რომ სკოლის დასრულებისთანავე ოჯახებმა დაისვენოს, მაგრამ ყველამ უნდა დაიცვას წესები, რომ კოვიდინფექციით არ დაავავადდეთ. მით უმეტეს, რომ ეპიდემიოლოგები მეორე ტალღაზე აქტიურად მიგვითითებენ"-განაცხადა თეა წულუკიანმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში