მაქსიმალურად ვეხმარებით გიდებს, რომ 300 ლარიანი დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ-ნათია თურნავა

11 ივნისი 2020, 13:53 1624 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბევრი სხვა კატეგორიისაგან განსხვავებით, დახმარების მისაღებად გიდებისთვის საკმარისია წარმოადგინონ იმის დასტური, რომ 2019 წელს გარკვეული სამუშაო ან რაიმე სახის შემოსავალი ჰქონდათ.

„ჩვენ გიდების დიდი არმია გვყავს, პროფესიონალი ადამიანები, ვინც წარმატებულები იყვნენ ბოლო წლებში. იმის გამო, რომ იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა, მათაც შემოსავლები კარგად ჰქონდათ ამ თვალსაზრისით და თავიანთ პროფესიონალიზმსაც ხვეწდნენ. თუმცა, არსებობს პრობლემებიც ხარისხთან დაკავშირებით, სერტიფიცირებასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით. მიუხედავად პრობლემებისა, მაქსიმალურად ვეხმარებით გიდებს პროფესიული ასოციაციების მეშვეობით რომ ისინი ჩვენი დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. ამ შემთხვევაში საუბარია თვითდასაქმებულთა დასახმარებლად შემუშავებულ პროგრამაზე. ისინი მაქსიმალურად ექცევიან თვითდასაქმებულთა 300-ლარიანი დახმარების კატეგორიაში და ჩვენ ძალიან ლოიალურად ვუდგებით მათ იდენტიფიკაციას.

განსხვავებით ბევრი სხვა კატეგორიებისაგან გავითვალისწინეთ, რომ გიდებს სეზონური სამუშაო ჰქონდათ, გამონაკლისი დავუშვით მათთვისაც და სხვა ასევე სეზონური სამუშაოს მქონე ადამიანებისთვის, თუმცა ეს პირველ რიგში გიდებიდან გამომდინარე გაკეთდა. მათთვის საკმარისია წარადგინონ იმის დასტური რომ, 2019 წელს ჰქონდათ გარკვეული სამუშაო და რაიმე სახის შემოსავალი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ მოქალაქეებს მოუწოდა მოქალაქეებს მოუწოდა გამოიყენონ გიდის მომსახურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში