"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა მედიის თავისუფლებაზე

11 ივნისი 2020, 20:29 2061 ნახვა

მედიის მდგომარეობა საქართველოში. საერთაშორისო გამჭვირვალობამ საქართველომ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  გამოკითხულთა უმრავლესობას სმენია ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი „ფეისბუკის“ გვერდების შესახებ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა. სოციალურ მედიაში დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.

საქართველოში ეს პრობლება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მძაფრდება, როცა პოლიტიკური ძალები, მათ შორის ყველაზე აქტიურად მმართველი პარტია, ყალბ გვერდებს ოპონენტების და არა მხოლოდ მათი დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, წინა წლის მსგავსად, მაღალია იმ რესპოდენტების  ოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა, რათა უზრუნველყოს მოვლენების მისთვის მისაღები ფორმით გაშუქება.  კერძოდ, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ ხელისუფლება ხანდახან (45%) ან ყოველთვის (26%) ერევა მედიის საქმიანობაში.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში