მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციიდან ერთი მოშიმშილე კლინიკაში გადაიყვანეს

12 ივნისი 2020, 14:58 1996 ნახვა

კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ერთ-ერთი ახლობელი, რომელიც შიმშილობდა დღეს შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. მამაკაცის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმების განმარტებით, მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

ბოლო დღეების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში სულ 6 მოშიმშილე გადაიყვანეს. ამ ეტაპზე კი ადგილზე ხუთი მოქალაქე შიმშილობს. მინდია გორაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ამჯერად თურქეთის საკონსულოსთან გადაინაცვლეს. ისინი კანონიერი ქურდის ექსტრადირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თურქეთის საპატიმროში ცუდ პირობებში იმყოფება. მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში აღარ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წელს დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში