გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს

12 ივნისი 2020, 20:08 1373 ნახვა

თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ, რუსთავის ბაზრის დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია სასამართლომ გაამართლა. იმის მიუხედავად, რომ ის ერთ საქმეზე ორჯერ დააკავეს, საგამოძიებო უწყებამ ვერ შეძლო მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, დაედასტურებინა ის, რომ გენერალი ქუთათელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სწორედ მან მოკლა.

მკვლელობის იარაღზე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრალდებულის ძალისხმევით ის საქმეში არ არსებობდა. გიორგი ჭანტურიას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და დარბაზშივე დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში