კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

13 ივნისი 2020, 11:01 2363 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა რვით გაიზარდა და 851 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 5 პაციენტის ინფიცირების წყარო  უცნობია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს 5-ით გაიზარდა და 702 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში