მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ივნისი 2020, 14:57 1567 ნახვა

13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.მეხანძრე-მაშველებმა ტრაგედიის დროს გარდაცვლილი თანამშრომელი, ზურაბ მუზაშვილი გაიხსენეს.ისინი  სიმბოლურად მემორიალთან, ზუსტად იმ დროს მივიდნენ, როცა 5 წლის წინ უკანასკნელად ჰქონდათ კონტაქტი თანამებრძოლთან.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას, მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში