სახალხო დამცველი შშმ პირების უფლებებზე განცხადებას ავრცელებს

14 ივნისი 2020, 11:59 2193 ნახვა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2003 წლიდან ამ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სახელმწიფოს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და მათი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნისკენ მოუწოდებენ.

ომბუდსმენის შეფასებით, წელს, მსოფლიო პანდემიის დროს ამ დღის აღნიშვნამ განსხვავებული შინაარსი შეიძინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში