დაკავება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე

15 ივნისი 2020, 15:05 1401 ნახვა

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი და ერთი ადამიანი, ხოლო ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე - ექსპერტი  დააკავეს. გამოძიების ვერსიით, აჭარის  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსმა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების საკუთრების უფლებით აღიარების სანაცვლოდ,ქრთამი აიღო. ასევე ქრთამის სანაცვლოს გააყალბა ცნობა ექსპერტმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში