მორიგი აქცია დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით

15 ივნისი 2020, 18:10 1604 ნახვა

დაახლოებით ერთი თვის წინ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი აქცია  გაიმართა. რეზო წულუკიძის ძმა ბრალდებულების დაკავებას   პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. ფირუზ წულუკიძემ   დღეს  ჟურნალისტებთან დააკონკრეტა, რომ ბრალდებულების დაკავებამდე მათთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე, რომელიც წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა,   მოლაპარაკებებს აწარმოებდა და  არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვდა, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას ჰპირდებოდა. ბრალდებულის ძმა ირწმუნება, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს და  იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები არ გათავისუფლდებიან,  მტკიცებულებებს გაასაჯაროებს.  ბრალდებულების უდანაშაულობასა და შერჩევით სამართალზე  საუბრობს ადვოკატი. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა. აქციის მონაწილეები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ და მაშტაბურ ხმაურიან აქციებს აანონსებენ. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 23 ივნისს არის ჩანიშნული.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში