ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხური

16 ივნისი 2020, 10:37 1400 ნახვა

ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით დამწვარია  დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურები. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა მიმდინარეობს. 

გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში