აჭარაში 2000-მდე აბონენტს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება 

16 ივნისი 2020, 11:01 8547 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს, 11 საათიდან 19 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება 2000-მდე აბონენტს.

გაზი გაეთიშებათ: ბაგრატიონის, ჰ.აბაშიძის, ს.ხიმშიაშვილის, მამია კომახიძის, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის, რურუას და ხახულის ქუჩების მოსახლეობას.

''სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 19 საათისთვის გაზმომარაგება სრულად აღდგება.

კომპანია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ გაზის მოწყობილობები, ჩართვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 16114.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში