გვარამია - სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა 

16 ივნისი 2020, 12:02 1352 ნახვა

ვასამბეგ ბოკოვის დაკავების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა  ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა  დირექტორმა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, რომელიც  გვარამიას თქმით  ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა  რამზან კადიროვმა  დაავალა. მიზეზი კი როგორც არხის დირექტორი აცხადებს  გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობის დროს  მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში