EMC: თამთა მიქელაძის გამოკითხვამ შესაძლოა EMC-ის მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს

16 ივნისი 2020, 12:18 1158 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.  სუსმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება 30 მაისს დაიწყო და მას წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადება უძღოდა, რომელმაც  უკმაყოფილება გამოხატა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გამო და ქალაქის მერს ძეგლის აღებაზე ულტიმატუმი წაუყენა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას შესაძლოა სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და   საქმიანობის შემოწმების მიზანი ჰქონდეს. -  აღნიშნულია იემსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში