რა დარღვევები დაფიქსირდა ბათუმში სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში 

16 ივნისი 2020, 12:55 2506 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა 260 სილამაზის სალონი და ესთეტიკური ცენტრი შეამოწმეს.

მაკონტროლებლებმა ობიექტების ნაწილში დარღვევები აღმოაჩინეს და მეპატრონეებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა მისცეს. 

სალონების ნაწილში სავარძლებს შორის ორმეტრიანი დისტანცია არ იყო დაცული. რამდენიმე მათგანს შესასვლელთან არ ჰქონდა დეზობარიერი. 

ობიექტების ნაწილში გამოყენებული იყო ისეთი გამყოფი კედელი, რომელიც არ ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას. 

ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე სალონში COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებზე მომზადებული საინფორმაციო ბანერი, თვალსაჩინო ადგილას არ იყო განთავსებული.

მერიაში ამბობენ, რომ მონიტორინგის შედეგად სტერილიზაცია-დეზინფექციის ნორმების დარღვევა არ დაფიქსირებნულა.

''სილამაზის სალონებსა და ესთეთიკურ ცენტრების შესასვლელში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დეზობარიერი და ანტისეპტიკური საშუალებები უნდა განთავსდეს. სავალდებულოა ერთჯერადი ხელსახოცების, ნიღბებისა და დამცავი ტანსაცმელის გამოყენება, ასევე ინსტრუმენტების დეზინფექცია-სტერილიზაცია. იქ სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, საჭიროა აღიმართოს დროებითი ბარიერები, ხოლო სადაც 20-ზე მეტი დასაქმებულია უნდა განხორციელდეს ვიზიტორების თერმოსკრინინგი. ასევე დღის ბოლოს განხორციელდეს სივრცის სადენზიფექციო საშუალებებით დამუშავება'' - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ობიექტების მონიტორინგი 18 მაისიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში ამბობენ, სალონების დიდი ნაწილის შემოწმება უკვე დასრულებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში