თურქეთის რამდენიმე ქალაქში მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ - საელჩო

16 ივნისი 2020, 13:17 2214 ნახვა

თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. საუბარია პირბადის ტარების აუცილებლობაზე. განცხადებაში წერია, რომ წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

''კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადიამანი, აფიონქარაჰისარი, ამასია, აიდინი, არდაჰანი, ბალიქესირი, ბართინი, ბათმანი, ბოლუ, ბურდური, დენიზლი, დუზჯე, ელაზიღი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, გირესუნი, იღდირი, ისპარტა, ქაჰრამანმარაში, ქარაბუქი, ქირქლარელი, ქოჯაელი, კონია, ქუთაჰია, მალათია, მარდინი, მუღლა, მუში, ნევშეჰირი, ოსმანიე, საქარია, სიირთი, სივასი, შირნაქი, თუნჯელი, უშაქი, ზონგულდაქი, დიარბაქირი, ერზერუმი, ქაისერი, რიზე და შანლიურფა'' - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში