რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევს დამსვენებელს პლაჟებზე

16 ივნისი 2020, 17:14 2649 ნახვა

ბათუმის პლაჟებზე რამდენიმე დღეში საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსება დაიწყება. დამსვენებელს სანაპიროზე ყოფნისას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

სავალდებულო არ იქნება პირბადის ტარება, მთავარ მოთხოვნად სოციალური დისტანციის დაცვა რჩება.

"სანაპიროზე ყოფნისას დამსვენებელმა უნდა მოითხოვოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული შეზლონგი, ასევე არ უნდა გამოიყენონ რბილი, შეწოვადი გადასაფარებელი,  დაიცვან სოციალური დისტანცია, შეზლონგების შორის დისტანცია უნდა იყოს 1,5-2 მეტრომდე, გამონაკლისი გავრცელდება 12 წლამდე ბავშვებზე.

შეზლონგის ქირაობის დროს თუ დაირღვევა სოციალური დისტანცია, ამ შემთხვევაში გამქირავებელმა პირმა უნდა გამოიყენოს პირბადე. სანაპირო ზოლზე განთავსდება სპეციალური, დახურული ურნები, სადაც უნდა მოთავსდეს პირბადეები, ხელთათმანები და სხვა ნარჩენები"- აცახდებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

მაგდა ჯაიანის განმარტებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  ბულვარის ადმინისტრაცია წელს მარკეტინგულ ღონისძიებებსაც გეგმავს.

"სანაპიროზე დამონტაჟდება საინფორმაციო ბანერები, სადაც იქნება განთავსებული უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები, როლებიც დამსვენებელმა უნდა დაიცვას და ამოქმედდება ხმოვანი გაფრთხილების სისტემა. ყოველდღიურად მოხდება საშხაპეებისა და გასახდელების დეზინფექცია"- აცხადებს ბულვარის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

რა ფორმით მოხდება მოიჯარეებისთვის პლაჟების გადაცემა, უახლოეს დღეებში გადაწყდება. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული წელს პირდაპირი ხელშეკრულებით გაცემაც მოხდეს. 

რეკომენდაციების დაცვის კონტროლი მოიჯარეებს მოუწევთ, სპეციალურად შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს კი მისი ზედამხედველობა დაევალება.

ბულვარის ადმინისტრაცია დამსვენებელს მოუწოდებს დაიცვან შემუშავებული რეკომენდაციები, "მწვანე ზონის" სტატუსის შენარჩუნებისა და უსაფრთხო დასვენების უზრუნველსაყოფად.

წელს პლაჟებზე არსებული გასახდელების  ტენტის საფარის ალუმინის პანელით შეცვლაც იგეგმება.  აღნიშნული სამუშაოებისთვის 21 186 ლარი დაიხარჯება.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ყველა ის გასახდელი, საშხაპე და გადასასვლელი ბილიკი, რომელიც შარშან ფუნქციონირებდა განახლდება. ტენდერის დასრულების შემდეგ კი მათი რაოდენობა გაიზრდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში