ბათუმში შემოწმებულ 260 სილამაზის სალონსა და ესთეტიკური ცენტრებში, მაკონტროლებლებმა ობიექტების ნაწილში დარღვევები აღმოაჩინეს და მეპატრონეებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა მისცეს. სალონების ნაწილში სავარძლებს შორის ორმეტრიანი დისტანცია არ იყო დაცული. რამდენიმე მათგანს შესასვლელთან არ ჰქონდა დეზობარიერი. ობიექტების ნაწილში გამოყენებული იყო ისეთი გამყოფი კედელი, რომელიც არ ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.
ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე სალონში COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებზე მომზადებული საინფორმაციო ბანერი, თვალსაჩინო ადგილას არ იყო განთავსებული. მერიაში ამბობენ, რომ მონიტორინგის შედეგად სტერილიზაცია-დეზინფექციის ნორმების დარღვევა არ დაფიქსირებულა.